მთავარისიახლეებისაზოგადოება„ცოდვილა-უპატრონოების დღე''. სოსო ოსორაულის ახლობლების აქცია ზემო ალვანში

„ცოდვილა-უპატრონოების დღე”. სოსო ოსორაულის ახლობლების აქცია ზემო ალვანში

Published on

კონგოში გატაცებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ახლობლებმა კახეთში,  ზემო ალვანის ცენტრში მორიგი აქცია გამართეს. მათ ეს აქცია დაამთხვიეს  „ცოდვილა-უპატრონოების დღეს“, რომელიც   თუშეთში ტრადიციულად იმართება  უგზო- უკვლოდ დაკარგულების მოსახსენიებლად და რომელზედაც ყოველწლიურად დიდძალი ადგილობრივი მოსახლეობა იკრიბება. 
 
სოსო ოსორაულის ახლობლებმა და მათმა მხარდამჭერებმა კიდევ ერტხელ დადანაშაულეს სახელმწიფო უმოქმედობაში  და  მისი მდგომარეობის შესახებ ოფიციალური და ზუსტი ინფორმაცია მოითხოვეს
 
დაკარგული მფრინავის  ძმის განცხადებით, მას აქვს კავშირი კონგოში მყოფ ქართველებთან რომლებიც მისი  დაღუპვის ამბავს არ ადასტურებენ. სწორედ ამიტომ ოჯახი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებს, რომ ოსორაულის დაკარგვიდან ერთი წელი შესრულედს და იგი დაკარგულად გამოცხადდეს. 
 
სოსო ოსორაულის სავარაუდო დაღუპვის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი გაუჩინარებიდან 5 თვეში გაავრცელა. ქართველი მფრინავი ტყვედ 27 იანვარს ჩავარდა.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...