მთავარისიახლეები"ჩნდება ეჭვი, რომ ივანიშვილი უკრაინიდან მოპარული ხორბლის გაყიდვის სქემაშია ჩართული"

“ჩნდება ეჭვი, რომ ივანიშვილი უკრაინიდან მოპარული ხორბლის გაყიდვის სქემაშია ჩართული”

Published on

“ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინიდან მოპარული ხორბლის გაყიდვის სქემაშია ჩართული”, – ამასთან დაკავშირებით “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეჭვს ამყარებს ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი ხორბალთან დაკავშირებით, ასევე, ალი უზდენოვის ვიზიტი საქართველოში.

ხოშტარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს, როგორც რუს ოლიგარქს, სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს.

“ზელენსკიმ ისაუბრა იმაზე, რომ მას არ სურს დაასახელოს კონკრეტული ქვეყნები, მაგრამ ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომ რუსეთმა მოიპარა მარცვლეული და მას ასევე გაუზიარებს პრორუსულ ქვეყნებს. 10 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა, გააკეთა ანალოგიური განცხადება. ახლა დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბარს ხორბალთან დაკავშირებით და იმ ვიზიტს, რომელიც განხორციელდა საქართველოში, ალი უზდენოვის ვიზიტზე ვსაუბრობ. სხვათა შორის, ღარიბაშვილის სიტყვებიც მინდა გავიხსენო, მას წამოსცდა რომ ეს ვიზიტი, სწორედ ხორბალს ეხებოდა და შემდეგ დაიწყეს ამის უარყოფა. ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სქემაში მონაწილეობს”, – ამბობს ელენე ხორშტარია.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...