მთავარისიახლეებიგადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი- ზუგდიდში ექიმების აქცია გაიმართა

გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი- ზუგდიდში ექიმების აქცია გაიმართა

Published on

“გადავარჩინოთ საქართველოს მესამე  პრეზიდენტი” – ამ სახელწოდებით, ზუგდიდში ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რასაც „ემპათიის და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრები ადასტურებენ. პატიმრობაში მყოფი  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობების ფონზე, „შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით“, საქართველოს მთავრობა მას გამოკვლევისთვის კერძო კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.
მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გამოკვლევების ჩასატარებლად ვივამედის კლინიკაში გადავიდეს. რაც შეეხება უცხოეთსი მის გადაყვანას, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ პატიმრის სამკურნალოდ უცხოეთში გაყვანა არ ხდება

ერთ-ერთი ბოლო, ვინც საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის სათანადოდ მკურნალობისკენ მოუწოდა, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ იყო. მან 6 მაისს Twitter-ზე დაწერა, რომ შემაშფოთებელია ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
მანამდე, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „სახალხო დამცველის რეკომენდაციები ძალიან სერიოზულად მიიღოს“.
 მხარდამჭერები სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ, ხელისუფლება უარს ამბობს,
 მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ცნობების გამო შეშფოთება გამოხატა ევროპის სახალხო პარტიამაც.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...