მთავარისიახლეებიბათუმში პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაშალა - დაკავებულია 22 ადამიანი

ბათუმში პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაშალა – დაკავებულია 22 ადამიანი

Published on

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გვიან ღამით ხმაური იყო.

დაახლოებით 02:00 საათზე, ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და კარვების აღება დაიწყეს, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.

აქციის დაშლის მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 22 ადამიანი დააკავა, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს წევრები. ისინი პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით ჩასვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ. მათ განაცხადეს, რომ სანამ მოთხოვნა არ შესრულდებოდა, აჭარის მთავრობის სახლთან უწყვეტ აქციას გამართავდნენ. სწორედ ამ მიზნით მიიტანეს იქ კარვებიც, თუმცა პოლიციამ ყველა კარავი წაიღო და აქცია დაშალა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...