მთავარისიახლეებიამ პირობებში, სადაც იმყოფება, მისი განკურნება არის შეუძლებელი - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

ამ პირობებში, სადაც იმყოფება, მისი განკურნება არის შეუძლებელი – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

Published on

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ცილოვანი შიმშილი აქვს, რაც კუნთების ატროფიაში გამოიხატება.

როგორც მან აღნიშნა, იმ პირობებში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ახლა იმყოფება, განკურნება შეუძლებელია.

“საშიში მდგომარეობაა საკმაოდ, იმიტომ, რომ ლაბორატორიული მონაცემებითაც დადგინდა, რომ მას აქვს სერიოზული ცილოვანი შიმშილი, რაც გამოიხატება კუნთების ატროფიაში. ამ პირობებში, სადაც იმყოფება, მისი განკურნება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ არც ერთ ეტაპზე, არც ერთი ჩვენი დასკვნის შემდეგ რეკომენდაციები სრულყოფილად შესრულებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, თუ აქ მკურნალობა შეუძლებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, უკეთესია გავაცილოთ აქაურობას”, – ამბობს გიორგი გრიგოლია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება დღეს ციხეში “ემპათიას” ექსპერტებს სურთ. მათი თქმით, უახლოესი საათების განმავლობაში შეიძლება შეუქცევადი მოვლენები განვითარდეს და სავალალო შედეგები მოჰყვეს.

სიახლეები

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა...

ეკა კუპატაძე: გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად საშიშია, თუ ვინმე დასუჯელობით წახალისდება, ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხს

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე საქალაქო სასამართლოში ესწრება პროცესს და სადაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ...