მთავარისიახლეები"გაზპრომის" სანქცირებული ნავთობი საქართველოში | ცისტერნები რკინიგზაზე, თბილისის გავლით მოძრაობს

“გაზპრომის” სანქცირებული ნავთობი საქართველოში | ცისტერნები რკინიგზაზე, თბილისის გავლით მოძრაობს

Published on

აღმოჩენილია, სანქცირებული ნავთობის ცისტერნები, რომელსაც “გაზპრომის” წარწერა აქვს – კოლონა, საქართველოს რკინიგზაზე, თბილისის გავლით მოძრაობს.

ცისტერნები, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, “მთავარი არხის” გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, სავარაუდოდ, ბათუმის პორტში მიაქვთ. ეს ამყარებს ეჭვს, რომ რუსეთის სანქცირებული პროდუქტის ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით ცდილობს.

ცნობისთვის, დღეს “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ნავთობით დატვირთული გემი, ბათუმის პორტში დგას. რუსული დროშის ქვეშ მცურავი, “ეს-ვი-ელ პრაიდი”, (SVL PRIDE ) საქართველოში, გუშინ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, პორტ “კავკაზიდან” შემოვიდა. სავარაუდოდ, სანქცირებული ნავთობი, რუსულ სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნის, და გამორიცხული არ არის, რომ ნავთობის სხვა გემზე გადატვირთონ და რუსულმა კომპანიამ, ამ გზით, სანქციებს გვერდი აუაროს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....