მთავარისიახლეებისამართალი,,ყავარჯნიანი კაცი არ იყო თანამშრომელი, ის აი ამ ავაზაკებს ჰყავდათ დაქირავებული ამ...

,,ყავარჯნიანი კაცი არ იყო თანამშრომელი, ის აი ამ ავაზაკებს ჰყავდათ დაქირავებული ამ საზიზღრობის გასაკეთებლად. უხდიდნენ 35 ლარს”- აცხადებს ,,კასრების საქმეზე” მსჯავრდებული კობა თოდუას მეუღლე.

Published on

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში დასმულ კითხვას , თუ ვინ არის , სად მუშაობდა და დაკავებულია თუ არა ის ყავარჯნიანი მანიაკი, რომელიც წამებისა და ძალადობის ამსახველ  ვიდეოკადრებში ფიგურირებს, ამ   საქმეზე მსჯავრდებული  კობა თოდუას მეუღლე ეხმაურება. იგი ამ პოსტზე დართულ თავის კომენტარში აცხადებს, რომ მისი მეუღლე   უდანაშაულოა, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა და სასჯელს იმ ნამდვილი დამნაშავეების ნაცვლად იხდის, რომელთაც ხელისუფლება მფარველობს. გთავაზობთ მის განცხადებას უცვლელი სახით:  

„მე ვარ დავით ნარმანიას ბიძაშვილის კობა თოდუას მეუღლე და დღეს სასჯელს ვიხდით უსამართლოდ. დიახ მე არ მეშინია ჩემი ვინაობის გამხელის, რადგან ვარ უდანაშაულო. ექსპერტიზამაც კი დაამტკიცა, რომ კობა არ ჩანს აუდიო და ვიდეო ჩანაწერზე, 10-დან 8 მოწმე ამტკიცებდა, რომ თოდუა არ მონაწილეობდა ამ საზიზღრობაში. მაგრამ ცრუ ჩვენება ვინ მისცა – ბალოიანმა, რომელიც თვითონ აწამებდა ხალხს, ხვიტიამ, რომელიც ასევე დამნაშავეა. ყავარჯნიანი კაცი არ იყო თანამშრომელი, ის აი ამ ავაზაკებს ჰყავდათ დაქირავებული ამ საზიზღრობის გასაკეთებლად. უხდიდნენ 35 ლარს.

2-ჯერ პრესკონფერენცია მოვაწყვე, მაგრამ არავინ არ გააშუქა. გარდა ამისა არასამთავრობო ორგანიზაციებს მივმართე, სადაც მოვითხოვდი საქმეში არსებულ დარღვევებზე რეაგირებას, მაგრამ არ მოინდომეს. მარტო 2 ადამიანი არ არსებობს, კიდევ ბევრი ადამიანი დადის დაუსჯელი, ისეთები ვისზეც დაზარალებულები საუბრობდნენ,.

გარდა ამისა, ბალოიანი დაკავებულიც არ ყოფილა, ხოლო ხვიტიას და შონიას მხოლოდ 2 წელი მიესაჯა საპროცესო გარიგებით. ხვიტია, რომელიც ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე ჩანს კადრებში. პროკურატურას უნდოდა სისტემური ყოფილიყო, მაგრამ მტკიცებულების არ ქონის გამო, ეს ფაქტი გამოირიცხა.

ჩვენ ვიყავით მომხრე, სასამართლო პროცესები ღია ყოფილიყო, მაგრამ პროკურატურამ მოითხოვა დახურვა, რადგან დაზარალებულების უფლებებს ვიცავთო. მერე რაც მოხდა, ვისი უფლებები დაიცვეს, როცა ეს კადრები საჯარო გახდა, რისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი, უკვე ნათელია“, – წერს თოდუას მეუღლე.

 

 

 

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...