მთავარისიახლეებიალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება

ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება

Published on

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დღეს ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.

მისი თქმით, ქალაქიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია უნდა მოხდეს.

“ჩვენ მოვახერხეთ წინასწარ შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის. შეკრება მარიუპოლში დღეს, 20 აპრილს, 14:00 საათიდან [ადგილობრივად 14:00 საათიდან] ტაგანროგის ქუჩის და 130-ე ტაგანროგის დივიზიის კუთხეში”, – თქვა მან.

კოლონა მარიუპოლიდან მანჰუშისკენ წავა, შემდეგ რუსეთის მიერ კონტროლირებად ბერდიანსკში, შემდეგ უკრაინის კონტროლირებად ზაპოროჟიისკენ.

ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალიან რთული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, მარშრუტში ცვლილებები მოხდეს. მან მოსახლეობას სთხოვა, მიჰყვნენ ოფიციალურ ინსტრუქციებს.

ალყაში მოქცეულ ქალაქში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. მარიუპოლი ინტენსიურად იბომბება, მოსახლეობას არ აქვს საკვები, წყალი, გათბობა და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...