მთავარისიახლეებიპოლიტიკაბელგიურ, ესტონურ და ბულგარულ პორტებში რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებს შესვლა აეკრძალათ

ბელგიურ, ესტონურ და ბულგარულ პორტებში რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებს შესვლა აეკრძალათ

Published on

 ბელგიურ, ესტონურ და ბულგარულ პოტებში რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებს შესვლა აეკრძალათ. ეს წესები  ამოქმედდა.

აღნიშნული ზომა ამოქმედდა გუშინ,  17 აპრილიდან, ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. საუბარია, ბელგიის გენტის, ანტვერპენისა და ზებრიუგეს პორტებზე.

მოხდება უკიდურესი გამონაკლისების დაშვება მხოლოდ ჰუმანიტარული ნიშნით მოძრავი და სპეციალური ნებართვის მქონე ხომალდებისთვის. ბელგიის ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის ათობით რუსული გემი მოემართება მათი პორტებისკენ და მხოლოდ სამი მათგანისთვის აიკრძალება პორტებში შესვლა.

იშვიათი გამონაკლისების დაშვება მოხდება ბულგარულ პორტებშიც, სადაც ანალოგიური პრინციპით მოხდება ხომალდების შერჩევა. იგივე პრინციპი იმუშავებს რუსული გემებისთვის იტალიის პორტებში

ესტონეთმა კი საკუთარი პორტები დაუხურა იმ გემებსაც კი, რომლებმაც დროშები შეიცვალეს და ომამდე რუსული დროშით მოძრაობდნენ. თუმცა იშვიათი გამონაკლისები დაიშვება  ესტონურ პორტებშიც.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...