მთავარისიახლეებინიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს 17, კავილაძეს კი 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს 17, კავილაძეს კი 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

Published on

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძე 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით.

ორივე დაკავებულს 5 წლით აეკრძალათ იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მისი თქმით, მტკიცებულებები დასტურებს, რომ ორივე ბრალდებული ჯგუფურად, ორგანიზებულად მოქმედებდა.

გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთები გამოძიებას ჯერ ისევ არ ჰყავს გამოვლენილი. პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...