მთავარისიახლეებიპოლიტიკანავალნი დასავლეთს მოუწოდებს, დაიწყოს დიდი კამპანია პუტინის "შეშლილი რეჟიმის" წინააღმდეგ

ნავალნი დასავლეთს მოუწოდებს, დაიწყოს დიდი კამპანია პუტინის “შეშლილი რეჟიმის” წინააღმდეგ

Published on

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დასავლეთს მოუწოდებს, დაიწყოს დიდი კამპანია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის “შეშლილი რეჟიმის” წინააღმდეგ. ნავალნი წერს, რომ პუტინის წინააღმდეგ “სიმართლისა და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების” ახალი ფრონტი უნდა გაიხსნას. რუსეთის პრეზიდენტს ოპოზიციონერი ომის დამნაშავეს უწოდებს. 

ნავალნი წერს, რომ სიმართლე და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება “პუტინის შეშლილ რეჟიმს” ისევე ურტყამს, როგორც ჯაველინები – აშშ-ს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, რომელსაც უკრაინელები რუსული ტექნიკის წინააღმდეგ იყენებენ. 

ნავალნი წერს, რომ რუსეთი იტყუება, როდესაც ამტკიცებს, რომ ომს ქვეყანაში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. 

“რა სახის სოციოლოგიაზეა საუბარი, როდესაც კითხვას – უჭერთ თუ არა მხარს ომს უკრაინაში, სოციოლოგისა და რესპონდენტის 15-წლიანი პატიმრობა შეიძლება მოჰყვეს?” – წერს ნავალნი. 

ნავალნი წერს, რომ რუსეთი ბლოკავს ყველა დამოუკიდებელ მედიას. ოპოზიციონერი სვამს კითხვას, საჭირო იქნებოდა თუ არა ეს, საზოგადოებაში უკრაინაში მიმდინარე ომს მართლაც რომ ჰქონდეს მხარდაჭერა. თუმცა, ნავალნის შეფასებით, რუსეთის ქმედებები საკუთარ საქმეს აკეთებს, რადგან, მოქალაქეების უმრავლესობას დამახინჯებული წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში.  

ნავალნი მოუწოდებს დასავლელ ლიდერებს, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, “სასწრაფოდ მოძებნონ გამოსავალი პუტინის პროპაგანდის ჩასახშობად, სოციალური მედიის სარეკლამო ძალის გამოყენებით

“ეს უნდა იყოს უპრეცედენტო, უზარმაზარი ეროვნული სარეკლამო კამპანია. ისევე, როგორც ნამდვილ არჩევნებში. ჩვენი კანდიდატი, მშვიდობა პუტინის კანდიდატის, ომი წინააღმდეგ და მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს. სხვა შედეგს ვერ დავუშვებთ”. – წერს ნავალნი. 

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...