მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი: პოროშენკო უახლოეს პერიოდში შეუდგება რადიკალური და გადაუდებელი რეფორმების განხორციელებას

მიხეილ სააკაშვილი: პოროშენკო უახლოეს პერიოდში შეუდგება რადიკალური და გადაუდებელი რეფორმების განხორციელებას

Published on

პეტრე პოროშენკო უახლოეს კვირეებში შეუდგება რადიკალური და გადაუდებელი რეფორმების განხორციელებას, რათა ჩვენი გმირების მიერ გაღებული მსხვერპლი ამაო არ აღმოჩნდეს –  ციტირებს გამოცემა ,,პრესა უკრაინი" ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მისი ოფიციალური გვერდიდან სოციალურ ქსელში.  

 ,,ჩვენ უახლოეს ხანებში დიდი ცვლლებები გველის -წერს მიხეილ სააკაშვილი – მე უკვე შევიტანე რეფორმების ოდესური პაკეტი ამ მიმართულებით. პოლიტიკაში მოდის ძალიან ბევრი ახალგაზრდა როგორც  სხვადასხვა პარტიებიდან ისე უპარტიონიც, რომელნიც შეუქცევადად შეცვლიან უკრაინას უკეთესობისაკენ ''

,,პრესა უკრაინი" შეახსენებს მკითხველს, რომ უკრაინის პრეზიდენტის  პეტრე პოროშენკოს მიერ  პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სემდეგ უკრაინის ხელიუფლება დაიწყებს ,,გადამწყვეტ" რეფორმებს სხვადასხვა სექტორში. 

,,მე ამის შესახებ არასოდეს განმიცხადებია და არც მსურდა ამაზე ლაპარაკი არჩევნების ჩატარებამდე. მაგრამ თქვენ გეტყვით – ჩვენ გვექნება ოთხი წელი არჩევნების გარეშე, პოპულიზმის გარეშე , როცა ბოლოსდაბოლოს შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისაკენ გადადგმული რეალური ნაბიჯების დემონსტრირებას'' – განაცხადა პოროშენკომ.

პრესა უკრაინი'' დასძენს, რომ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინში დადებითად აფასებენ  კონსტიტუციური რეფორმების მიმდინარეობას უკრაინაში 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...