მთავარისიახლეებიმარიუპოლში რუს ოკუპანტებს 9 მაისის აღლუმის გამართვა სურთ

მარიუპოლში რუს ოკუპანტებს 9 მაისის აღლუმის გამართვა სურთ

Published on

მარიუპოლში რუსი სამხედროები გეგმავენ ქალაქის ცენტრის გაწმენდას ნანგრევებისა და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან, რათა 9 მაისს იქ აღლუმი გამართონ. ამის შესახებ ოთხშაბათს, 13 მაისს, უკრაინის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ, განაცხადა.

ჩვენი ინფორმაციით, მარიუპოლის რუსების მიერ დანიშნულ მერს, ივაშჩენკოს, დაევალა ქალაქის ცენტრალური უბნის ნაწილის გაწმენდა ნამსხვრევებისგან და დაღუპულთა ცხედრებისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს იქ აღლუმი 9 მაისს.

ჩვენი ინფორმაციით, ოკუპანტები გეგმავენ 9 მაისს მარიუპოლში „გამარჯვების კარნავალის“ გამართვას „სპეციალური ოპერაციის“ წარმატების შემთხვევაში – წერს ანდრიუშჩენკო.

ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებს არც სათანადო აღჭურვილობა აქვთ და არც ხალხი ჰყავთ ქალაქში მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად.

გარადა ამისა, კრემლი აპირებს, მარიუპოლში აფეთქებებს გადარჩენილი ერთადერთი სკოლა რუსულ განათლების სისტემას მიუერთოს და სწავლა გაგრძელოს მე-4, მე-9 და მე-11-ე კლასელებისთვის.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....