მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღმა მუშაობა შეაჩერა

აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღმა მუშაობა შეაჩერა

Published on

აზიური ფაროსანას შემოსევის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში. დიდი რაოდენობით მწერი შენობაში გუშინ შენიშნეს. საბავშვო ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ ფაროსანას თითქმის დაფარული ჰქონდა ფანჯრები და კედლები, რის გამოც სასწავლო პროცესის შეჩერება გადაწყვიტეს. "სიტუაციის შესახებ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ ბათუმის ბაღების გაერთიანებას. ადგილზე შემოწმების შემდეგ დირექტორმა მერიასთან შეთანხმებით სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ერთ საათში ველოდებით გამწვანების სამსახურს, რომლის თანამშრომლებიც ადგილზე მიიღებენ ზომებს",-განაცხადა ბაღის გამგემ თამარ ნაგერვაძემ.საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ორი დღით შეწყდა, თუმცა ვითარების გართულების შემთხვევაში შესაძლოა, დრო გახანგრძლივდეს.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...