მთავარისიახლეებირუსმა ოკუპანტებმა 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის პენსიონერი გააუპატიურეს

რუსმა ოკუპანტებმა 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის პენსიონერი გააუპატიურეს

Published on

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის პენსიონერი გააუპატიურეს.

Unian-ის ინფორმაციით, შემთხვევა ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, რომელიც უკრაინელებმა ოკუპანტებისგან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

რუსების კიდევ ერთ სისასტიკეზე ისაუბრა კრივოგი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა.

მისი თქმით, კახოვკას წყალსაცავის სანაპიროზე აგრესორებმა “გრადებიდან” ესროლეს ნავს, რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ.

“ნავში 14 ადამიანი იყო. სამი ბავშვი და 11 ზრდასრული. ორი ზრდასრული კაცი და ერთი ქალი ერთდროულად დაიღუპა, 13 წლის ბავშვი მოგვიანებით გარდაიცვალა. 7 საავადმყოფოშია გადაყვანილი, 2 კი გაუჩინარდა. ეს იყო ამ ნავის მეშვიდე რეისი. ნაგვები! კარგად იცოდნენ, რომ იქ მშვიდობიანი ხალხი იყო, მაგრამ მაინც ესროლეს რაკეტები. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს გადარჩენას სურდათ. ეს არის ომის დანაშაული!”, – თქვა ვილკულმა

სიახლეები

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი- ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა...

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...