ონისე გერგედავა, რომელსაც საზოგადოება ანტისაოკუპაციო აქტივობით იცნობს, დღეს, საღამოს ექვს საათზე მეტრო "რუსთაველის" წინ ანტისაოკუპაციო გეგმებით დაინტერესებულებთან შეხვედრას აანონსებს
გუშინ ონისე გერგედევამ დემონსტრატიულად ჩამოხსნა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობაზე აღმართული რუსეთის სახელმწიფო დროშა , რომელიც იქ სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად იყო აღმართული.
"ეს არის სახელმწიფოს სირცხვილი – რომ დედაქალაქის ცენტრში, სახელმწიფო შენობაზე, ოკუპანტების დროშა ფრიალებს!", – განაცხადა მან და ანტისაოკუპაციო მოძრაობის სახელით ჩამოხსნილი რუსეთის სახელმწიფო დროშა იქვე დახია. იგისამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს, თუმცა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მალევე გამოუშვეს, თუმცა არ არის გამორიცხული იგი ამ საკითხზე კვლავ დაიბარონ.
კონსერვატორიის შენობაზე რუსეთის დროში აფრიალება კონსერვატორიის რექტორატში ახსნეს საერთაშორისო კონკურსით , რომელიც 1-დან 11 ოქტომბრამდე ტარდება დარომელშიც რუსეთის წარმომადგენლებიც არიან მიწვეული.
ონისე გერგედავას პროტესტი სოციალურ ქსელში დღის თემა გახდა:
"თუ ვთანხმდებით, რომ კონსერვატორიაზე აღმართული ოკუპანტი სახელმწიფოს დროშა არის ჩვენი საერთო სირცხვილი, უთავმოყვარეობა და ლაჩრობა, მაშინ იმაზეც შევთანხმდეთ, რომ კონკურსს საორგანიზაციო კომიტეტი, ხოლო კონსერვატორიას რექტორატი ჰყავს, რომელიც ამ სირცხვილის თავი და თავია. "
,,მხოლოდ ერთი წამით წარმოიდგინეთ რა ბედი ეწეოდა "იმ სისხლიან 9 წელში " ნებისმიერი დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც უხეშად დაარღვევდა კანონს ოკუპაციის შესახებ და სახელმწიფო დაწესებულების თავზე ოკუპანტი სახელმწიფოს დროშას ააფრიალებდა , მაგრამ ვიცი, ვერც კი წარმოიდგენთ, რადგან ასეთი რამ წარმოუდგენელია!
დღეს სახელმწიფო მმართველობის ყველა შტო, ყველა უწყება, ყველა მისი მომხრე, ყველა მისი იდეური თანამშრომელი, მხარდამჭერი , უბრალოდ 100 ლარიანი აქტივისტი თუ 20 ლარიანი ხმის მიმცემი არის კოლაბორაციონისტი , სამშობლოს მცნების არ მცოდნე, გამყიდველი და უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ , არასოდეს არ უნდა გაეკაროს არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას, სამარცხვინო ბოძებზე უნდა ამოიტვიფროს მათი სახელები და გვარები, რომ ისტორიას შემორჩეს , მომავალმი თაობები უნდა იცნობდნენ , როგორც საკუთარ გმირებს, ასევე ანტიგმირებს და ანწუხელიძის სამშობლოში წინაპრების საფლავების გადამთელავებს !
გუშინ გიორგი ანწუხელიძე მეორედ მოკლეს, რომელმაც საკუთარი დროშის სიწმინდის დაცვას ყველაზე ძვირფასი-საკუთარი სიცოცხლე ანაცვალა, რომელიც წამებით მოკლეს იმ სახელმწიფოს დროშის ქვეშ, რომელი სახელმწიფოს დროშაც ამაყად ფრიალებდა დედაქალაქის ცენტრში-სახელმწიფო დაწესებულების თავზე!'' – წერენს ფეისბუქმომხმარებლები.
შეგახსენებთ, დროშის აღმართვა თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა (პარტია "საქართველო") და "აფხაზთა კრების" ლიდერმა მალხაზ პატარაიამ, ასევე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი წერეთელმა გააპროტესტეს.