მთავარისიახლეებიპოლიტიკაექსპერტი გია ხუხაშვილი: ,,ურთმელიძის არ იყოს, საგარეო კუთხით ხელისუფლებას დედა არ ყავს''

ექსპერტი გია ხუხაშვილი: ,,ურთმელიძის არ იყოს, საგარეო კუთხით ხელისუფლებას დედა არ ყავს”

Published on

 ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესები საქართველოს დასავლეთის მიმართულებით პრობლემებს შეუქმნის. 
როგორც ხუხაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დასავლეთს მკვეთრი რეაგირება აქვს სამ ძირითადი მიმართულების დარღვევაზე – სიტყვის თავისუფლება, უმცირესობა და წამება. 
"უცხოეთში ესმით სამი რაღაც, რაზეც ხდება ძალიან მკვეთრი რეაქცია – წამება, სიტყვის თავისუფლება და უმცირესობების თემა. მეჭიაურის პირით სიტყვის თავისუფლების თემას მიამატეს უმცირესობების თემა, ეს არის უგუნურების პიკი და ამაზე მეტ ზიანს საკუთარ თავს ვერავინ მიაყენებს. ხალვაში და რაღაც წილები დასავლეთს არ აინტერესებს. ისინი უყურებენ საერთო სურათს და საერთო სურათი არის მათთვის ცალსახად სადიაგნოსტიკო. მქონდა გუშინ ერთ-ერთ ელჩთან შეხვედრა და განწყობა არის ასეთი, რომ ეს ესკალაცია შესაძლოა აღმოჩნდეს ბოლო წვეთი იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი დავკარგოთ. არსებობს წითელი ხაზები, რომლის იქითაც დასავლეთმა უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და ამის გაგარძელების შემთხვევაში შესაძლოა დავკარგოთ ის პერსპექტივა, რასაც ვაცხადებთ, აღარ ვიყოთ საინტერესო. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უფრო ძლიერდება. დასავლეთი განწყობილია, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს რუსეთთან და არ მინდა სავაჭრო დახლზე საქართველო დაიდოს. თუმცა, ჩვენ თუ არგუმენტები მივეცით, რატომაც არა და ჩვენ ვაძლევთ არგუმენტებს", – განაცხადა ხუხაშვილმა. 
ხუხაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მარკ ტონერის განცხადებას და აღნიშნა: " ის. რომ , ურთმელიძის არ იყოს, საგარეო კუთხით ხელისუფლებას დედა არ ყავს, ეს ფაქტია". 

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...