მთავარისიახლეებიპოლიტიკაინფორმაცია უკრაინის დაზვერვისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ არის მოწოდებული...

ინფორმაცია უკრაინის დაზვერვისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ არის მოწოდებული და მტკიცებულებებიც, ალბათ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

Published on

„სრულად ვენდობი ინფორმაციას, რომელიც უკრაინის დაზვერვისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ იქნა მოწოდებული. არ არის საფუძველი, რომ არ ვენდო, მაგრამ მტკიცებულებები, რომლებსაც თქვენ ითხოვთ, ალბათ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. თუ ასეთი საქმიანობა გაგრძელდება, ჩვენ დავინახავთ შესაბამის მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა”, – ასე უპასუხა   უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკური ჯგუფიდან და თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობას საქართველოს შესახებ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

„საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე“, – აცხადებს უკრაინული მხარე და ამატებს: „საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...