მთავარისიახლეებისაზოგადოებასოსო ოსორაულის ახლობლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

სოსო ოსორაულის ახლობლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

Published on

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონგოში დატყვევებული  სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების  აქცია მიმდინარეობს.  ქართველი მფრინავის ოჯახი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. და დიპლომატიური უწყებისგან ოფიციალურ კონგოსთან მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს.
 
ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებენ სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაცია, სოსო ოსორაულის დაღუპვის შესახებ და ამბობენ, რომ ფოტომასალა არ ადასტურებს მის გარდაცვალებას. მათ აქვთ ეჭვი, რომ შესაძლებელია ფოტოები დამონტაჟებული იყოს.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ სოსო ოსორაული გარდაცვლილია, თუმცა, ამას ოფიციალურად ვერ ადასტურებენ. გვაჩვენებენ რაღაც ფოტოებს, სადაც ვითომ სოსოს გარდაცვალებაა დადასტურებული, თუმცა, ამ სურათებს არ ვენდობით და ის შეიძლება დამონტაჟებულიც იყოს. 4 დღის წინ ვესაუბრეთ მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს, რომელმაც მითხრა, რომ კონგოში ჩასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან გაეროს ბოლო მონაცემებითაც სოსო ოსორაული გარდაცვლილია. თუმცა ეს ინფორმაციები ოფიციალურად ვერ დასტურდება და ჩვენთვის ისევ უცნობია, რეალურად სოსო ოსორაული გარდაცვლილია თუ ცოცხალია”, – განაცხადა ოსორაულის მეუღლემ ნინო ოსორაულმა.
 
ოჯახი საუბრობს ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებზე, რომლებიც სხვადასხვა წყაროების მიერ ვრცელდება –  
ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს, სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა დავით ნემსაძემ Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.
24 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ, სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ის ცოცხალია.
 
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სოსო ოსორაულის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია მიეწოდოთ.
ისინი  ვარაუდობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ელოდება ერთი წლის გასვლას და სოსო ოსორაულის დაკარგულად გამოცხადებას..

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...

ელისო კილაძეს 9 -დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის ცნობით, ელისო კილაძე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით არის...

დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე

გავრცელებული ინფირმაციით, ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია - მედიამენეჯერი დღეს დილით, სპეცდანიშნულების...