მთავარისიახლეებიქიმიური ნივთიერების შედეგად, უკრაინაში 7 ქართველი მებრძოლი მოიწამლა

ქიმიური ნივთიერების შედეგად, უკრაინაში 7 ქართველი მებრძოლი მოიწამლა

Published on

ქიმიური ნივთიერების შედეგად, უკრაინაში 7 ქართველი მებრძოლი მოიწამლა. შემთხვევა გოსტომელის ე.წ. სამხედრო გაწმენდისას მოხდა.

ქართველი სამხედროები ყვებიან, რომ ბუჩას რაიონში მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა მიუხედავად ამ მძიმე ფონისა, ისინი უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად, რუსულ აგრესიას უმკლავდებიან და ოკუპანტებს საპასუხო დარტყმებს აყენებენ.

“ორი დღის წინ ვიყავით გოსტომელის გაწმენდაზე, სადაც რუსებმა დაგვიტოვეს ე.წ. სიურპრიზი, საჩუქარი, ქიმიური ნივთიერება, რომლისგანაც მოვიწამლეთ 7 კაცი. სიმპტომები გვქონდა შესაბამისი, რაც ქიმიურ მოწამვლას მოყვება. ენით აღუწერელი, საშინელი კვალი დატოვეს რუსებმა, ადამიანები დახოცილი ჰყავთ სარდაფებში, ხელებშეკრული, ადამიანები ქუჩაში ყრიან, ასეთი სისასტიკით მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მგონი ფაშისტებიც კი არ მოქმედებდნენ”, – ყვება ნადიმ ხმალაძე.

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე ყვება, რომ მათი თვალით ნახეს 9 ქალი, რომლებიც ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ ჩამოახჩერს – “ბევრ ომში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი სიბინძურე და სისასტიკე არსად მინახავს”.

სიახლეები

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები – ურსულა ფონ დერ ლაიენი

"წუხელ რუსეთის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განურჩევლად შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას საჰაერო იერიშებით - დედაქალაქს 400-ზე...

ტრამპი ზელენსკის შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ანკარაში მიმდინარე კვირას ნატოს...

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ...