მთავარისიახლეებიდადგმული, მორიგი ყალბი თავდასხმაა - ლავროვი ბუჩაზე

დადგმული, მორიგი ყალბი თავდასხმაა – ლავროვი ბუჩაზე

Published on

უკრაინის ქალაქ ბუჩაში განვითარებული მოვლენები რუსეთის წინააღმდეგ „დადგმული, მორიგი ყალბი თავდასხმაა“ – ამბობს ლავროვი ჰუმანიტარულ საკითხებში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მარტინ გრიფიტსთან შეხვედრის დროს.

მისი თქმით, მსგავსი “პროვოკაციები” საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველია.

“გუშინ, კიდევ ერთი ყალბი თავდასხმა განხორციელდა კიევის რეგიონის, ქალაქ ბუჩაში, მას შემდეგ რაც რუსმა სამხედროებმა ეს ადგილი გეგმის მიხედვით დატოვეს. ჩვენ მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა ამ კონკრეტულ საკითხზე, რადგან ასეთ პროვოკაციებში, ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” – ამბობს ლავროვი.

შეგახსენებთ, რომ ბუჩაში, რუსი ჯარისკაცების მიერ, 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ხოცვას კრემლი უარყოფს და “უკრაინის პროვოკაციას“უწოდებს.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...