მთავარისიახლეებიმსოფლიო,,დანაღმული'' ოქტომბერი - მოსკოვში ერთი დღე-ღამის განმავლობაში 160 ათასი ადამიანია...

,,დანაღმული” ოქტომბერი – მოსკოვში ერთი დღე-ღამის განმავლობაში 160 ათასი ადამიანია ევაკუირებული

Published on

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში 6 ოქტომბერს,  ერთი დღე-ღამის განმავლობაში 160 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ევაკუაციის გადაწყვეტილება შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარების გამო, რომელიც 11 საათიდან გვიან ღამემდე არ წყდებოდა. .ევაკუაცია განხორციელდა სავაჭრო ცენტრებსა და სადგურებში, ასევე სკოლებსა და ადმინისტრაციულ დაწესებულებებში. 
 
ანონიმური ზარების ტალღა რუსეთში ერთი თვის წინ დაიწყო. 13 სექტემბერს მოსკოვის სხვადასხვა ადგილებიდან აფეთქებების საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსული მედიის ცნობითვე, რამდენიმე დღით ადრე საფრთხის შესახებ ანონიმური ზარების გამო ქვეყნის 22 ქალაქში 45 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 
 
 რუსეთის საგამოძიებო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ზარების ორგანიზატორების ვინაობა დადგენილია – ისინი საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები არიან. 
 

სიახლეები

სასახლის ღობის საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი...

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს. "ფორმულას" ინფორმაციით, ერთი დაჭრილი გიორგი ქორთუაა, მეორე კი...

გახარიას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ლილუიაშვილი...

ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს

ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, თუ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ხელისუფლების დარჩენილი წევრები ვაშინგტონთან...