მთავარისიახლეებიპოლიტიკარომის პაპი, შესაძლოა, უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდეს

რომის პაპი, შესაძლოა, უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდეს

Published on

რომის პაპი, შესაძლოა, უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდეს. -ინფოემაციას ამის   შესახებ რომის პაპი Reuters ავრცელებს.

 რომიდან მალტაში მიმავალმა პაპმა ფრანცისკემ  ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავდა თუ არა კიევში ჩასვლაზე უკრაინული მხარის შეთავაზებას,   თქვა, რომ ეს საკითხი განიხილება.

რომის პაპი კიევში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ და უკრაინის ელჩმა გასულ კვირას ვატიკანში ყოფნისას პაპი კიევში  მიიწვიეს.

პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღიად გააკრიტიკა, თუმცა მისი სახელი არ უხსენებია.

“ევროპის აღმოსავლეთიდან, მზის ამოსვლის ქვეყნიდან, ახლა გავრცელდა ომის ბნელი ჩრდილები. ჩვენ გვეგონა, რომ სხვა ქვეყნებში შეჭრა, ძალადობრივი ქუჩური ბრძოლები და ბირთვული იარაღით მუქარები შორეული წარსულის ბნელი მოგონება იყო. მაგრამ მორიგ ჯერზე, ვიღაც ხელმწიფემ, რომელიც ჩაფლულია ნაციონალისტური ინტერესების ანაქრონიტურ განცხადებებში, პროვოცირებს და ხელს უწყობს კონფლიქტებს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი ხალხი გრძნობს მომავლის აშენების აუცილებლობას, რომელიც ან იქნება საერთო, ან საერთოდ არ იქნება. ახლა კი, ომის შუა ღამეში, რომელიც კაცობრიობას მოედო, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ მშვიდობის ოცნება გაქრეს”, – განაცხადა რომის პაპმა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...