მთავარისიახლეებისაზოგადოებამნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნაპოვნი ნიკო ნიკოლაძის კოშკში

მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნაპოვნი ნიკო ნიკოლაძის კოშკში

Published on

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკში გალავნის კედლის ნაშთი და არტეფაქტები აღმოაჩინეს. 
კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესის დროს, მარჯვენა ფლიგელის ნაწილში აღმოჩნდა დიდი მოცულობის, სავარაუდოდ, გალავნის კედლის ნაშთი, რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
ასევე სიღრმეში აღმოჩნდა არტეფაკტები, როგორც კერამიკის, ისე თიხის ჭურჭლის, აგურის, კრამიტის და რკინის ფრაგმენტები", – განაცხადა კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორის ელენე გაბლიანი.
მისი განმარტებით, ის თუ რომელი პერიოდით თარიღდება არქეოლოგიური ნივთები კონკრეტულად , სპეციალისტთა ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ დადგინდება.
 
 
ეს ის ფლიგელია, რომელსაც  მოარული ხმებით დანგრევას უპირებდნენ, რადგან  საკათედრო ტაძრის კომპლექსს ესაზღვრება და  ტაძართან მისასვლელი გზის კეთილმოწყობას ,, უშლის ხელს''.
კოშკის მარცხენა ფლიგელის შესაძლო დანგრევის ცნობას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისტორიკოსი ზურაბ სულაბერიძის განმარტებით,  კოშკი, სადაც თავის დროზე ქალაქის რატუშა იყო განთავსებული და სადაც თავად ნიკო ნიკოლაძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ქალაქის უძველესი ნაგებობაა და  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამეთუ ის ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც რამდენიმე საუკუნის კულტურულ ფენას შეიცავს. მისი ღირებულება ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიისა და წარსულისათვის“
ისტორიკოსის ვარაუდი კოშკის ტერიტორიაზე  სხვადასხვა ეპოქის კულტურული ფენების არსებობის შესახებ ამამ უახლესმა აღმოჩენამაც დაადასტურა. 

 
 

სიახლეები

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...

ელისო კილაძეს 9 -დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის ცნობით, ელისო კილაძე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით არის...

დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე

გავრცელებული ინფირმაციით, ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია - მედიამენეჯერი დღეს დილით, სპეცდანიშნულების...

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...