მთავარისიახლეებისოფელ დარჩელში ,,ალტ ინფოს’’ ოფისის გახსნას პროტესტი მოჰყვა

სოფელ დარჩელში ,,ალტ ინფოს’’ ოფისის გახსნას პროტესტი მოჰყვა

Published on

სოფელ დარჩელში ,,ალტ ინფოს’’ ოფისის გახსნას პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლები – მაია კალანდია და გია მამფორიაც იმყოფებოდნენ, რომლებიც მოითხოვდნენ ოჯახის მეპატრონისგან ,,ალტ ინფოსთვის’’ მიქირავებულ ოფისზე განთავსებული ბანერის ჩამოხსნას. კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლები თავიანთ ოფისთან მას შემდეგ მოვიდნენ, რაც სავარაუდოდ, ოჯახის მეპატრონისგან მიიღეს პროტესტანტების შესახებ ინფორმაცია.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ,,ალტ ინფო’’ საქართველოს მასშტაბით ოფისების გახსნას განაგრძობს. მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ,,კონსერვატიული მოძრაობის’’ წარმომადგენლებს ფართის დატოვება მესაკურემ ვადაზე ადრე მოსთხოვა, ,,ალტ ინფომ’’ შემდეგი ოფისი სოფელ დარჩელში გახსნა.

სიახლეები

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...