მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერმანიაში ქუთაისელი სტუდენტი გარდაიცვალა

გერმანიაში ქუთაისელი სტუდენტი გარდაიცვალა

Published on

გერმანიაში ქუთაისელი სტუდენტი გარდაიცვალა. 19 წლის ბახვა იმედაძე გერმანიაში გარდაცვლილი ორ ოქტომბერს დილით იპოვეს. ის გერმანიაში  25 აგვისტოს გაემგზავრა პრაქტიკული სწავლების კურსით, ექვსთვიანი  პროგრამით . გამგზავრებამდე ბახვა იმედაძე წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი იყო, თუმცა გაცვლითი სასწავლო კურსის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა.
 
ქართველი სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
"ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ რა მიზეზით, არ ვიცით. ის იყო ჩვენი სტუდენტი, მაგრამ გაცვლითი პროგრამის გამო შეიჩერა სტატუსი და წავიდა. მომხდარის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ", – განაცხადა წერეთლის უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ.
 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...