მთავარისიახლეებისაზოგადოებატექდათვალიერების გავლის შემდეგ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანა აიკრძალება

ტექდათვალიერების გავლის შემდეგ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანა აიკრძალება

Published on

თუ მანქანა ერთხელ გაივლის ტექდათვალიერებას და არის მარჯვენასაჭიანი, მას უკვე ეკრძალება საჭის გადატანა, – ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ”სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს” დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ როდესაც ასეთი მანქანა მეორედ მივა ტესტირებაზე და მას მარცხენა მხარეს ექნება საჭე გადატანილი, სავალდებულო ტესტირებას ვეღარ გაივლის. რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ მანქანებს, რომელთა რაოდენობა, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, საკმაოდ დიდია, „თუკი საჭის მექანიზმი წესრიგშია“ ისინი სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას ჩვეულებრივად გაივლიან. „ეს მანქანები სხვა პარამეტრებზე ტესტირებას ჩვეულებრივად გაივლიან, მაგრამ რაც შეეხება საჭის მექანიზმს, ჩვენ შევამოწმებთ და თუ ძალიან ცუდი მდგომარეობა არ არის, მაშინ სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ჩვეულებრივად გავატარებთ. თუ რაიმე პრობლემა იქნება, ამ შემთხვევაში დროს მივცემთ, რომ გამოასწორონ მინიმალურად მაინც“, – განაცხადა ხმალაძემ. 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...