მთავარისიახლეებისამართალიპრეზიდენტი სააკაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ არ გამიცრუა იმედები, დღეს გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯი...

პრეზიდენტი სააკაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ არ გამიცრუა იმედები, დღეს გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯი სიმართლის დასადგენად

Published on

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, არ გამიცრუა იმედები და ჩემი სარჩელი განსახილველად დაუშვა. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა და ნამდვილად კარგად მესმის მისი ფასი, როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის 1993 წლის კურსდამთავრებულს. წერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
..დღეს გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯი სიმართლის დასადგენად ოცნების მიერ შეთითხნილ საქმეებზე და სამართლიანობის აღსადგენად. მინდა ყველას შევახსენო, რომ მე მოვუგე ჰოლანდიის ადგილობრივ სასამართლოში სარჩელი ივანიშვილის წარმომადგენელს, რუხაძეს 2018 წელს. 2020 წელს ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგი და 2022 წელს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოები, სადაც მე და სამხედროებს წინასწარი წარმოების ეტაპზე გვიცავდა მსოფლიოში სახელგანთქმულ იურისტთა ჯგუფი და სადაც წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ მე და ქართველი სამხედროები განსასჯელის სკამზე აღმოვჩენილიყავით.
ერთი სიტყვით, აქამდე, გავმართლდი ყველა საერთაშორისო სასამართლოში და რატომღაც ყოველთვის ვაგებ მურუსიძის სასამართლოს. მიზეზი, სრულიად გასაგებია – ის, რაც საქართველოში ხდება, ყველაფერია მართლმსაჯულების გარდა. თუმცა, ჭეშმარიტად, სამართალი ურმით, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად მოდის.
მინდა ვუთხრა ახლა პანიკაში ჩავარდნილ იუსტიციის სამინისტროს და მთელ ხელისუფლებას – შეეგუეთ მარცხს. ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი, ბოლოს და ბოლოს, ერთი სამშობლო გვაქვს, რომელიც ახლა უმძიმეს გასაჭირშია. სჯობს, თქვენ თვითონ გამიღოთ ციხის კარები, სანამ ამას მსოფლიო, ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო ფორუმები გაიძულებენ. ნუ შევარცხვენთ ჩვენს ქვეყანას. მე, პირადად, სიტყვას გაძლევთ, რომ არანაირი შურისძიების სურვილი კი არა, არამედ წყენაც კი არ დამრჩება, მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რომელშიც გამატარეთ.” – მიხეილ სააკაშვილი
 
 

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...