2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.- ინფორმაციას ეკონონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
წელს, ყველაზე ხშირად დათვალიერებული ტერიტორიების ხუთეული ასე გამოიყურება: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლია და ოკაცეს კანიონი.
სიის მიხედვით, პირველ ხუთეულს დიდად არ ჩამორჩება ბათუმი, მესტია, კახეთის რეგიონი და თუშეთი.
,მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა მთის კურორტებზე . კერძოდ, 2017 წლის ზაფხულის სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი) 73 353 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.