მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის გენპროკურორი: არის გარემოებები, რაც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას

უკრაინის გენპროკურორი: არის გარემოებები, რაც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას

Published on

უკრაინის გენერალური პროკურატურის საექსტრადიციო შემოწმება მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემის საკითხზე კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ბრიფინზე განაცხადა.
 
„საექსტრადიციო შემოწმებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად ედება თუ არა საქართველოში სააკაშვილს ბრალი მძიმე დანაშაულების ჩადენაში, რომლებიც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს. ნათელია, რომ ამ კითხვაზე პასუხი იქნება დადებითი.
 
მეორე – არსებობს თუ არა გარემოებები, რომლებიც სააკაშვილის ექსტრადიციას უშლის ხელს. წინასწარი შეფასებით, მე ვთვლი, რომ ასეთი გარემოებები არსებობს. უკრაინის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შემდეგ სააკაშვილმა საბუთები შეიტანა შსს-ს საიმიგრაციო სამსახურში, რაც, ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით, მის ექსტრადიციას აფერხებს“, – განაცხადა ლუცენკომ.
 
მისი თქმით, ეს ყველაფერი გულდასმით შესწავლას საჭიროებს, რასაც კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.
 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...