მთავარისიახლეებისაზოგადოებასამმა პარტიამ გადაცემა არჩევანი პროსტესტით დატოვა

სამმა პარტიამ გადაცემა არჩევანი პროსტესტით დატოვა

Published on

სამი პოლიტიკური პარტიის – დემოკრატიული მოძრაობის, ლეიბორისტული პარტიისა და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანი პროტესტის ნიშნად დატოვეს. გადაცემის დატოვების შესახებ დემოკრატიული მოძრაობის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა."რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემა უსასრულო არ იქნება და უფრო მალე დავასრულებთ", – განაცხადა გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მას შემდეგ, რაც პარტიების წარმომადგენლებმა სტუდიის დატოვება დაიწყეს.პარტიების წარმომადგენლებმა გადაცემა მაშინ დატოვეს, როცა როგორც რუსთავი 2-ის, ასევე მიწვეული ჟურნალისტები იწყებდნენ კითხვების დასმას. გადაცემიდან ირკვეოდა, რომ პარტიების წარმომადგენლები ეჭვობდნენ, რომ მათთან ჟურნალისტებს კითხვები არ ექნებოდათ

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....