მთავარისიახლეებისაზოგადოებაბალდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მიტროპოლიტ სტეფანეს ეკლესიის კარები ჩაუკეტეს

ბალდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მიტროპოლიტ სტეფანეს ეკლესიის კარები ჩაუკეტეს

Published on

ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალ ბალდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მოლოდინში, მასთან დაპირისპირებულმა სასულიერო პირებმა ეკლესიის კარები ჩაკეტეს.

ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მიტროპოლიტის მხარდამჭერი მრევლი და მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები. დაძაბულობა პოლიციის დახმარებით განიმუხტა. თუმცა, დროდადრო ისევ მატულობს. ისმის შეძახილები: “წადით მამათმავალი პატრიარქის მხარდამჭერებო”, “ქათმებო”, “ფარშავანგებო”.

“2008 წელი გავიხსენოთ, იქ რომ არ ყოფილიყო ურაპატრიოტული ქმედებები, შეიძლება საერთოდ სხვა სიტუაცია ყოფილიყო და იქ რომ ჩვენი მხრიდან შეჩხიკინება არ ყოფილიყო, შეიძლება აგვეცილებინა 30 კილომეტრში ჯარი”. – თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანემ ქადაგებისას. 

მრევლი, მათ შორის საპატრიარქოს ჩოხოსნები, ითხოვდა ტაძრის გაღებას, რათა მიტროპოლიტს ეკლესია ღია დახვედროდა და წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალება მისცემოდა. თავის მხრივ, მათ მოთხოვნას უარით პასუხობდნენ “ამბოხებული” სასულიერო პირები.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...