მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში, მშენებარე კორპუსის ხარაჩო ჩამოინგრა, დაშავებულია 5 ადამიანი

ბათუმში, მშენებარე კორპუსის ხარაჩო ჩამოინგრა, დაშავებულია 5 ადამიანი

Published on

ბათუმში, „ალიანს პალასის“  მშენებარე კორპუსის ხარაჩო დაიშალა, მისი ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს  მესამე სართულზე ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობდა. ხუთივე დაზარალებულები მშენებლობაზე მუშაობდა. ისინი  ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.
 
როგორც ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის.

 
„სასწრაფო ადგილზე გამოძახებისთანავე მივიდა. იქ დაგვხვდა ხუთი დაშავებული, რომლებიც გადავიყვანეთ ბათუმის რეფერალურ საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკასა და „მედინაში“. მათ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა წინასწარი დათვალიერებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ ,- განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
 
ჯერჯერობით ხარაჩოს  ჩამონგრევის მიზეზი უცნობია.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...