მთავარისიახლეებისპორტიკატალონიის ბარსელონამ ერთი ტურით ადრე ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდა (VIDEO)

კატალონიის ბარსელონამ ერთი ტურით ადრე ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდა (VIDEO)

Published on

კატალონიის ბარსელონამ ერთი ტურით ადრე ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდა – გუშინ „ვისენტე კალდერონზე“ ბარსამ „ატლეტიკოს“ მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგო. ერთადერთი გოლი არგენტინელმა ლეო მესიმ 41-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში ბომბარდირთა დავაში ძნელია ლეო მესიმ პორტუგალიელ კრიშტიანო რონალოდოს შეეცილოს, რადგან ეს უკანასკნელი 4 გატანილი გოლით უსწრებს არგენტინელს.

ბარსელონა 23-ეს გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ყველაზე ტიტულოვანი ამ მხრივ სამეფო კლუბია – მადრიდის რეალმა ესპანეთის ჩემპიონობა 32-ჯერ მოახერხა.

ბარსელონასგან განსხვავებით დიდი ანგარიშით გაიმარჯვა სამეფო კლუბმა – რეალმა ესპანიოლი სტუმრად 4-1 გაანადგურა. რონალდომ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და საკუთარი გოლების რიცხვი 45-მდე გაზარდა მიმდინარე სეზონში. პორტუგალიელმა სამეფო კლუბის მაისურით 310 გოლი გაიტანა, წინ გაუსწრო ლეგენდარულ დი სპეფანოს და კლუბის ისტორიაში მეორე ადგილზეა რაულის შემდეგ, რომელმაც რეალის მაისურით 323 გოლი გაიტანა მოწინააღმდეგის კარში

კატალონიის ბარსელონასთვის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელიც 6 ივნისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც ტურინის იუვენტუსს დაუპირისპირდება

სიახლეები

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...

ლავროვი აშშ-ში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დიდი...

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურს განმეორებით დაარტყა – დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30 ოქტომბრის ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განმეორებითი იერიში მიიტანეს....

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა დაკავეს

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა, რომელსაც სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გუშინ დააკავეს....