მთავარისიახლეებიეს გენოციდია, ვემუდარებით პარტნიორებს, დახურონ ცა - მარიუპოლის მერი

ეს გენოციდია, ვემუდარებით პარტნიორებს, დახურონ ცა – მარიუპოლის მერი

Published on

”მხოლოდ მარიოპულში გუშინ აგრესორის მიერ სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა, საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთმა ომის დანაშაულისთვის აგოს პასუხი” – ასეთ კვალიფიკაციას აძლევს ოფიციალური კიევი მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას.

საბედნიეროდ რუსულ ბომბებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა სულ მცირე 17 ადამიანი, მათ შორის ფეხმძიმე ქალები.

“მარიოპულში ტოტალური ბოროტება დატრიალდა, რომელსაც სახელი არ აქვს, რუსეთის ფედერაციამ, თავისი ლიდერით, პუტინით, მშვიდობიან ქალაქში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა, მათ ჩვენი ბავშვების, ქალებისა და ექიმების სიცოცხლის მოსპობა სურდათ. ეს გენოციდია, რომელიც რუსეთმა ჩვენ მიწაზე მოაწყო. ვემუდარებით პარტნიორებს დახმარებას, დახურონ ცა უკრაინის თავზე, რომ შეაჩერონ ეს გენოციდი. ჩვენ გვკლავენ და გვანადგურებენ, როგორც ერს. ეს სამხედრო დანაშაულები დაისჯება და ყველანი ჯოჯოხეთში დაიწვებიან”, – ამბობს მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო.

BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა, უკრაინაში შეჭრის დღიდან, შეტევა 18 სხვადასხვა ჯანდაცვის ობიექტზე განხორციელა.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...