მთავარისიახლეებიმსოფლიო48 საათის შემდეგ რადიაციის გაჟონვაა მოსალოდნელი - უკრაინის საელჩო ჩერნობილის აეს-ზე

48 საათის შემდეგ რადიაციის გაჟონვაა მოსალოდნელი – უკრაინის საელჩო ჩერნობილის აეს-ზე

Published on

საქართველოში უკრაინის საელჩო განცხადებას ავრცელებს და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საფრთხეზე მიანიშნებს.  

“დაზიანებულია ერთადერთი ელექტროქსელი, რომლითაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და ყველა იმ ბლოკის კვება იყო უზრუნველყოფილი, რომლებიც რუს ოკუპანტებს აქვთ დაკავებული. 

სარეზერვო გენერატორები ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფას მხოლოდ 48 საათის განმავლობაში შეძლებს, ამის შემდეგ გაგრილების სისტემები გამოირთვება, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს. 

სასწრაფოდ საჭიროა, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შევიდნენ სარემონტო ჯგუფები”, – ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში. 

საფრთხის შესახებ საქმის კურსშია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რომელმაც განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გამორთვას უსაფრთხოებაზე კრიტიკული გავლენა არა აქვს. 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...