მთავარისიახლეებიკონფლიქტებიადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეშვებას ითხოვს

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეშვებას ითხოვს

Published on

საქართველო ოკუპირებული რეგიონების საკითხი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიაზე – ჟენევაში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში განიხილეს. სესიის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმართა.
 
დავით ზალკალიანმა ისაუბრა ერედვში დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევის ფაქტებზე, როგორც ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებაზე, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პრაქტიკაზე, ორივე რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებსა და ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებზე.
 
ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
 
„ანგარიში არის მართლაც სამართლიანი და ობიექტური შეფასება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, უმაღლესი კომისრის ანგარიში იყო ძალიან მკაფიო და ის მოუწოდებდა ძალას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რომ დაუყოვნებლივ შეუშვას იქ საერთაშორისო დამკვირვებლები. საუბარი იყო ჩვენი თანამემამულის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე და მოუწოდებენ ძალას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რომ დაუყოვნებლივ დაუშვას იქ საერთაშორისო მონიტორები,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...