მთავარისიახლეებისაზოგადოებარისი უნდა ეშინოდეთ ბრიტანელ მოქალაქეებს თბილისში?– ბრიტანეთის საელჩოს განცხადება

რისი უნდა ეშინოდეთ ბრიტანელ მოქალაქეებს თბილისში?– ბრიტანეთის საელჩოს განცხადება

Published on

დიდი ბრიტანეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა რეკომენდაციებს 6 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ავრცელებს. საელჩო მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, ქუჩაში გადაადგილებისას თან არ იქონიონ დიდი თანხა, რადგან პერიოდულად ადგილი აქვს ძარცვას ხალხმრავალ ადგილებში.
 
განცხადებაში საუბარია ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის რისკზე. ასევე ნათქვამია, რომ თბილისში ხშირია ავარიები, შუქნიშანზე წითელი ფერი და ზებრა გადასასვლელი კი არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს.
 
საელჩო ატყობინებს ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომ თბილისში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები. ქუჩები კი, არ არის ადაპტირებული ეტლით გადაადგილებისთვის.
 
ბრიტანეთის საელჩოს ამ განცხადებას გაუგებრობას და ზედმეტ სიფრთხილეს დავაბრალებთ – ასე გამოეხმაურა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი , გიორგი ჩოგოვაძე ბრიტანეთის საელჩოს ამ განცხადებას :
 
“ამ საკითხზე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია და აქტიური კონსულტაციები, როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია ბრიტანეთის საელჩოსთან და ლონდონთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი პრეცედენტები არ დაფიქსირებულა საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ, და ჩვენ ამას უფრო გაუგებრობას და ზედმეტ სიფრთხილეს დავაბრალებთ და ამ კომუნიკაციის შედეგად, იმედია, გამოსწორდება ის მიდგომა, რაც ბრიტანეთის საელჩოს დღევანდელ განცხადებაში არის ასახული”-განაცხადა ჩოგოვაძემ.
 

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...