მთავარისიახლეებიეკონომიკა"ხვალიდან დეფოლტების ტალღა იწყება და რუსეთის დეფოლტით დასრულდება" - კოვალენკო

“ხვალიდან დეფოლტების ტალღა იწყება და რუსეთის დეფოლტით დასრულდება” – კოვალენკო

Published on

ცნობილი ოდესელი ბლოგერი ალექსანდრე კოვალენკო წერს, რომ რუსეთის დენაციფიკაცია წარმატებით დაიწყო და მიმდინარეობს. ის რუსეთის დეფოლტს პროგნოზირებს. 

“დღეს “როსნეფტმა” ვერ შეძლო ობლიგაციებით $2 მილიარდის გადახდა. ინვესტორებმა უარი განაცხადეს, გადახდა რუბლით მიეღოთ. ხვალ იგივე გადახდა უნდა განახორციელოს “გაზპრომმა”, $1,3 მილიარდი დოლარის ოდენობით. ცხადია, ისიც ვერ შეასრულებს ამ ტრანზაქციას. რა ხდება შემდეგ? შემდეგ მოდის რუსეთის საზღვრებს გარეთ არსებული ქონების კონფისკაცია და დეფოლტების ტალღა, რომელიც მთლიანად რუსეთის დეფოლტით დასრულდება. ასე რომ, რუსეთის დენაციფიკაცია წარმატებით მიმდინარეობს”, – წერს ალექსანდრე კოვალენკო. 

შეგახსენებთ, უკრაინის დემილიტარიზაცია და დანაციფიკაცია (ანუ, ქვეყნის გათავისუფლება ნაციზმისგან) იმ ამოცანებს შორისაა, რომელიც ვლ. პუტინმა დაისახა მიზნად, როცა უკრაინაში ომი, მისი სიტყვებით, “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” წამოიწყო. ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანისთვის რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას სწორედ ამ პირობებს უყენებს. 

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...