ორი სირიელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ორუბა ბაკარატი და მისი ქალიშვილი ჰალა სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. ამის შესახებ ”რია ნოვოსტის” ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.”სირიის მოქალაქის, 60 წლის ორუბა ბაკარატის და მისი 17 წლის ქალიშვილის ჰალას ცხედრები ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით სტამბოლის რაიონ უსკუდარში, მათ ბინაში იპოვეს. მიმდინარეობს გამოძიება” ,- აღნიშნა პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.თურქული მედიის ინფორმაციით, ორუბა ბაკარატი ცნობილია სირიულ ციხეებში ოპოზიციონერების წამების შესახებ სტატიებით. ის დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა, საიდანაც საცხოვრებლად ჯერ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, შემდეგ კი სტამბოლში გადავიდა. მისი ქალიშვილი გაზეთ Orient News-ის ჟურნალისტი იყო.
სიახლეები
სიახლეები
4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....
სიახლეები
რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი
„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...
სიახლეები
რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა
ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა.
თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...
სიახლეები
რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU
კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...