მთავარიUncategorizedყირიმის პროზექტურებთან რუსული Груз200-ით სავსე მანქანების რიგია

ყირიმის პროზექტურებთან რუსული Груз200-ით სავსე მანქანების რიგია

Published on

ჯანკოის, კრასნოპერეკოპსკის, არმიანსკის პროზექტურები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე გადავსებულია, Груз200-ით სავსე ავტომობილები მორგებთან რიგში დგებიან და დაცლას საათობით ელოდებიან, მათი ნაწილი კი პირდაპირ სიმფეროპოლისკენ მიემართება.

ინფორმაციას ყირიმიდან მიღებულ სანდო წყაროზე დაყრდნობით შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აქვეყნებს.

იმის გამო, რომ ქალაქ ბელგოროდში 5.000-დე ე.წ. კონტრაქტნიკმა უარი განაცხადა უკრაინაში საომრად წასვლაზე, მათ შემცვლელად რუსი სამხედრო პირები ყირიმში მცხოვრებ ახალგაზრდებს განიხილავენ, თუმცა დედები კომიტეტებს ქმნიან და არ აპირებენ, თავიანთი შვილები უკრაინაში საომრად გაუშვან – წერს გერაშენკო.

შეგახსენებთ, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი დღის განმავლობაში, უკრაინული, ოფიციალური მონაცემების თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა ცოცხალი ძალის სახით 3.000-დე სამხედრო პირი დაკარგეს, თუმცა, რუსეთი ამ დრომდე ჯიუტად აცხადებს, რომ ამ სამი დღის განმავლობაში უკრაინაში არცერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...