მთავარისიახლეებიTI- "ქართულმა ოცნებამ" 93 სიტყვა აკრძალა

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

Published on

“კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”წერს ორგანიზაციას მაგალითად მოჰყვას 1 ოქტომბერს გამართული სხდომა, სადაც კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა ქართული ოცნებისთვის მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ და ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა.

საერთო ჯამში ბოლო 6 თვეში კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს ტელეკომპანია პირველსა და ფორმულას ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7 ჯერ შეუდგინა. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ჯარიმები 2500 და 5000 ლარს შეადგენდა ახლა კი 10 000 ლარამდე გაიზარდა”, – წერს ორგანიზაცია.

TI-იმ გამოავლინა 93 აკრძალული სიტყვა და ფრაზა, რომელსაც კომისია მედიას ედავება, მათ შორის არის:

🚫 რეჟიმი
🚫 სინდისის პატიმრები
🚫 ოლიგარქი
🚫 ცრუ მოწმე პოლიციელები
🚫 პოლიტიკური პატიმრები
🚫 ივანიშვილის პრემიერი

“აშკარაა რომ კომისია ამ გზით ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას და დასუსტებას ცდილობს” – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

მას ასევე აქვს უფლებამოსილება კრიტიკულ არხებს მაუწყებლობის ლიცენზიაც შეუჩეროს.
ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე როცა დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიები იმედი და პოსტვ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რუსული დეზინფორმაციის მხარდაჭერისთვის დაასანქცირა.
მმართველი გუნდი თავად წყვეტს ვინ და რა ფორმით დასაჯოს რათა კრიტიკული ხმა ჩაახშოს”, – ნათქვამია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...