მთავარისიახლეები“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

Published on

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? – ამ სათაურით აქვეყნებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” კვლევას.
TI-ს საგანი გახდნენ გია ბარამიძე, ალეკო ელისაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, დავით ქაცარავა, მამუკა მამულაშვილი და უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველი მოხალისეები, რომელთა წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ორგანიზაციის შეფასებით, მოგვიანებით ამ მოქალაქეების ნაწილის მიმართ სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა საქართველოშიც დაიწყო, რაც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის მოქმედებებს.
“ასეთი თანხვედრა ავტომატურად არ ადასტურებს საქართველოსა და რუსეთის უწყებებს შორის კოორდინაციას ან შეთანხმებულ მოქმედებას. თუმცა, როდესაც საჯარო დისკრედიტაციას მოსდევს სისხლისსამართლებრივი დევნა, პატიმრობა ან სხვა მკაცრი ღონისძიებები, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამგვარი მოქმედებებით რუსეთის ხელისუფლების გულის მოგებას ცდილობს”- წერს TI.
ცნობისთვის, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ასობით საქართველოს მოქალაქემ გადაწყვიტა მოხალისეობრივად ჩართულიყო უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქართველი მოხალისეების რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობამ რუსეთის ხელისუფლების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...