მთავარისიახლეებირუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

Published on

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა“ | ამბობს ჩაჩანიძის ადვოკატი ანა აკოფოვა გამოცემა “ბათუმელებთან”.

მისი თქმით, ის დღეს, 5 ოქტომბერს ლაშა ჩაჩანიძეს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში შეხვდა. ადვოკატის განცხადებით, 3 ოქტომბერს ჩაჩანიძე და კიდევ 3 მსჯავრდებული ყოველგვარი დასაბუთების გარეშე რუსთავის მე-6 ციხიდან ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ბათუმში გადაყვანამდე, 2 ოქტომბერს, დავითაძისთვის გამოცხადებული სოლიდარობის გამო, ჩაჩანიძეს და კიდევ რამდენიმე პატიმარს სცემეს.

“ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება: მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე… ასევე, ამბობს, რომ აქვს გაუსაძლისი თავის ტკივილები, რადგან ფიზიკური ძალადობის დროს, თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია. ლაშას თქმით, მას რეზინის ხელკეტებით სცემეს… ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზეც კი ძალიან მკაფიოდ ეტყობა დაზიანებები.

მსჯავრდებულმა მითხრა კიდევ სამი პატიმრის შესახებ, რომლებიც ასევე გადმოიყვანეს ბათუმში, მაგრამ არ მომცეს საშუალება დაწესებულებიდან გამომეტანა ფურცელი, სადაც ჩამოწერილი მქონდა მათი სახელები და გვარები…
ლაშა ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა უშუალოდ დაწესებულების დირექტორი – შოთა ტრაპაიძე. პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციას არ გაუცნია დასაბუთება, რატომ გადმოიყვანეს მეექვსიდან ბათუმში, მე-3 დაწესებულებაში.მოვითხოვ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს ექსპერტიზა.
მსჯავრდებული ითხოვს, რომ ამოიღონ ვიდეოკამერის ჩანაწერები, თუმცა ლაშა აღნიშნავს, რომ ის და სხვა პატიმრებიც, რომლებმაც გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს, ცალკე შეიყვანეს ისეთ ოთახში, სადაც კამერები არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობა გამოჩნდება სხვა კადრებში, როცა იგი ცემა-ცემით მიჰყავთ ამ ოთახისკენ… მსჯავრდებულმა ასევე მითხრა, რომ იგი აბსოლუტურად ყველა პირს ამოიცნობს, რომლებმაც მასზე ჯგუფურად იძალადეს“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ანა აკოფოვამ.

ბათუმელების ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძალადობას კატეგორიულად უარყვეს

სიახლეები

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა...

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დაკავებულია...