მთავარისიახლეებისაზოგადოებაინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

Published on

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა დააკავეს.ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა მოქალაქე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა, ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- წერს შსს.

სიახლეები

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დაკავებულია...

საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის...

გიორგი დავითაძის დედის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა უცხო საგანი პროტესტის ნიშნად გადაყლაპა

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში"...

აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა მას შემდეგ, რაც...