მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

Published on

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა მას შემდეგ, რაც იქ ტერორისტული აქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლონდონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე RAF Fairford-ის ავიაბაზაზე B-1 ტიპის თორმეტი ბომბდამშენი იყო განლაგებული. ეს თვითმფრინავები ირანზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმებისთვის გამოიყენებოდა.

„ოპერატიული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვერ ვადასტურებდით ჩვენი სამხედრო რესურსებისა და ძალების გადაადგილებას რეალურ დროში, თუმცა ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა ამერიკული ბომბდამშენი, რომელიც RAF Fairford-ზე იყო განლაგებული, შეერთებულ შტატებში, საკუთარ ბაზებზე დაბრუნდა“, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თვითმფრინავები ბაზიდან გაიყვანეს ობიექტის წინააღმდეგ სავარაუდო ტერორისტული შეთქმულების გამო არსებული უსაფრთხოების შეშფოთების ფონზე. პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს აქვს „მტკიცე ნიშნები“, რომ ბაზის წინააღმდეგ სავარაუდო შეთქმულებაში ირანი მონაწილეობდა. ირანმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით თეირანში ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.

სიახლეები

საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის...

გიორგი დავითაძის დედის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა უცხო საგანი პროტესტის ნიშნად გადაყლაპა

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში"...

გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის “კანონპროექტს” განიხილავენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის "კანონპროექტს" განიხილავს....

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა - საჰაერო თავდაცვაა ამოქმედებული მოსკოვშიც - ინფორმაცია...