მთავარისიახლეებიჯარში გაწვევაზე უწყება საიტზე ატვირთვიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

ჯარში გაწვევაზე უწყება საიტზე ატვირთვიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

Published on

ჯარში გაწვევის უწყება საიტზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას “პუბლიკა” მთავრობის მიერ სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესში შეტანილ ცვლილებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის №422 დადგენილება 2026 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება.
ცვლილების მიხედვით, თუ წვევამდელთან შეტყობინების ან უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებაზე ორი სამუშაო დღის განმავლობაში უკუკავშირი არ განხორციელდა, სააგენტოს შეეძლება, უწყება ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნოს.

გამოქვეყნებიდან მეშვიდე კალენდარულ დღეს უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, რის შემდეგაც პირს ეძლევა 10 კალენდარული დღე, რათა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოცხადდეს.

იგივე წესი ვრცელდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით გამოძახებაზეც.

ცვლილებებით განისაზღვრა, რომ სააგენტო წვევამდელის გამოძახებისას ხელმძღვანელობს მის მიერ საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადში მითითებული მონაცემებით

ამასთან, შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მას წვევამდელის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს ან მიღებაზე უარს განაცხადებს. უარის შემთხვევაში შესაბამისი აღნიშვნა კეთდება შეტყობინებაზე და ის სააგენტოს უბრუნდება.

მედიის ცნობით, ახალი დადგენილების მიხედვით, შეტყობინების ან უწყების ჩაბარება შესაძლებელია არა მხოლოდ რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, არამედ სამუშაო ადგილის ან სააგენტოსთვის ცნობილ ნებისმიერ სხვა მისამართზე.

გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამხედრო სამსახურის გასავლელად გამოძახებისას გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.

ხოლო გამწვევ კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ხუთი სამუშაო დღის ვადაში დგება და დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...