მთავარისიახლეებიბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

Published on

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში, გარდაცვლილი იპოვეს, 25 წლის რუსთაველი ჯონი სიხარულიძეა.
“ინფო რუსთავმა” და “ინფო იმერეთმა” მოიძიეს დეტალები და გაირკვა, რომ რუსთაველი ახალგაზრდა, მეგობრებთან ერთად, სოფელ გორესუბანში იყო ჩასული.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩანჩქერის სათავის სანახავად მარტო წავიდა, მოგვიანებით კი გაუჩინარდა.
ახალგაზრდის ძებნაში პოლიცია და მაშველები ჩაერთნენ. რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ჯონი სიხარულიძე წყალში გარდაცვლილი იპოვეს.
ჯონი სიხარულიძის ახლობელი ამბობს, რომ ახალგაზრდები რუსთავიდან რაჭაში ერთად გაემგზავრნენ. მისი ინფორმაციით, სანამ მეგობრები ნივთებს მანქანაში ალაგებდნენ, ჯონიმ ჯგუფს წინ გაუსწრო და ჩანჩქერისკენ მარტო წავიდა. ასვლაც მარტო დაუწყია.
როცა მეგობრები ჩანჩქერზე ავიდნენ, ჯონი იქ ვერ ნახეს და მაშინვე ძებნა დაიწყეს. ცოტა ხანში სამაშველოც გამოიძახეს და ყველგან ეძებდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ მყვინთავმა ჩანჩქერში, წყალქვეშ იპოვა.
“ჯონი სიხარულიძე სტომატოლოგიურ კლინიკაში კბილის ტექნიკოსად მუშაობდა. მისი დედა ემიგრაციაში, იტალიაშია. სიცოცხლით სავსე და საოცარი იუმორით დაჯილდოებული ბიჭი იყო, ძალიან კარგი მეგობარი. მისი სამეგობრო განადგურებულია,”- ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...