მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

Published on

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა – დაფინანსება მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე. თანხა უკრაინის მხარდაჭერის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილია და მოხმარდება საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებს, საბრძოლო მასალასა და რადიოლოკაციურ სადგურებს.”უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროპა აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა ურყევი და კონკრეტულია. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6,1 მილიარდი ევრო საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტებისთვის, საბრძოლო მასალისა და რადიოლოკაციური სადგურებისთვის, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. ვინაიდან რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს, ჩვენ ვზრდით დახმარებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავისი ხალხის დაცვასა და ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ევროპა დგას უკრაინის გვერდით და ჩვენ მივაწვდით მას იმას, რაც სჭირდება და მაშინ, როცა სჭირდება“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...