მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

Published on

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას, სადაც 12 წლის წინ გურამ დადიანიძის კვალი დაიკარგა.

ადგილზე სრულად გადაატარეს სპეც მოწყობილობები, მაგრამ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, ახლა კი მიუვალ ადგილებზე მისასვლელად ტრაქტორები შეიყვანეს.

გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის, მითხრეს, გულში ისე რომ არ დაგრძეს, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოიყვანდნენ. მეყერის ვერსია გამოირიცხა, მეწყერს მე ვიძახი, თორემ როგორც მითხრეს, ქვა-ღორღია. წუალი-მსასა ხომ ჩამოწვა და გაჩერდა ადგილზე?!

ადგილზე დალუქული ჭაა და დღეს მაგასც ვეტყვი – ორმოა და მერე ჭა. ორმოდან რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენა და რატომ? “- აცხადებს დაკარგულის დედა.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა “არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
გუშინ “პირველებმა” ჩაწერა ანი გელაშვილი, რომელიც 12 წლის წინ გურიკა დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. საქმის მოწმე დარწმუნებულია, რომ გურიკა ცოცხალია, ხმა კი რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა დადიანიძეს არ ეკუთვნის.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...